პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საზოგადოებას დავპირდით, რომ პირველი დოკუმენტი, რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებდა, შეეხებოდა საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს და მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე ამ დოკუმენტს განიხილავს

Nusagi

საგარეო პოლიტიკის შესახებ მომზადებული რეზოლუციის პროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილავენ. როგორც ბიუროს სდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რეზოლუციის პროექტში ასახულია ხალხის და სახელმწიფოს ურყევი პოლიტიკური ნება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით და მისი მიღება მნიშვნელოვანია.

„მოგეხსენებათ, ჩვენ მივეცით დაპირება ჩვენს საზოგადოებას, რომ პირველი დოკუმენტი, რომელსაც დაამტკიცებდა საქართველოს პარლამენტი, შეეხებოდა სწორედ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე ამ დოკუმენტს განიხილავს. აქ არის ასახული ჩვენი ხალხის და ჩვენი სახელწმიფოს ურყევი პოლიტიკური ნება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით და რასაკვირველია ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტმა ეს რეზოლუცია მიიღოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რეზოლუციის პროექტს, საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ, პარლამენტი დღეს საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებზე განიხილავს. ამის შემდეგ, კი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით დაამტკიცებს.

რეზოლუციის პროექტში ასახულია ქვეყნის ყველა ძირითადი საგარეო პოლიტიკური მიმართულება და პრიორიტეტეტი, რომელზეც მე-10 მოწვევის პარლამენტი იმუშავებს მომდევნო 4 წლის განმავლობაში.

რეზოლუციაში ასახულია ისეთი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, როგორიცაა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დევოკუპაცია, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია, ამერიკასთან თანამშრომლობა, ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება, კულტურული და ეკონომიკური დიპლომატია, ხალხთაშორისი კავშირები, დიასპორებთან ურთიერთობა და სხვა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,530,854 ნახვა
%d bloggers like this: