სპორტი

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობაზე იასპარეზებს

Nusagi

ავსტრალიის ღია პირველობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა იმ ჩოგბურთელეთა სია, რომლებიც 2021 წლის პირველ სლემ-ტურნირზე ითამაშებენ. ამ სიაში საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილიცაა.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად 28 წლის ქართველი რეიტინგში 1 395 ქულით მე-40 ადგილს იკავებს.

2020 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილი 26-ე ნომრად იყო განთესილი. მან პირველ წრეში სამხრეთკორეელ კვონ სუნ ვუს 6:7 (5:7), 6:4, 7:5, 3:6, 6:3 სძლია, მე-2 წრეში კი ესპანელ ვეტერან ფერნანდო ვერდასკოსთან 6:4, 6:7 (5:7), 4:6, 4:6 დამარცხდა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,341,076 ნახვა
%d bloggers like this: