პოლიტიკა

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ISFED-ზე – საფუძვლიანი ეჭვი არსებობს , რომ ეს იყო დაგეგმილი ქმედების ერთი კომპონენტი

Nusagi

პროცესები, რომელიც წარიმართა, იმის საფუძველს იძლევა, რომ გარკვეული დასკვნები გავაკეთოთ. საფუძვლიანი ეჭვი არსებობს ვიფიქროთ, რომ ეს იყო დაგეგმილი ქმედების ერთი კომპონენტი, რაც მიზნად ისახავდა არა კანონით დადგენილი წესით ხელისუფლების შეცვლას,- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ISFED-ის ხელმძღვანელის, ელენე ნიჟარაძის გადადგომის და ორგანიზაციის მიერ საარჩევნო ხმების პარალელური დათვლისას დაშვებული შეცდომის საკითხს.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია იმისათვის, რომ სწორად იმოქმედონ.

„სამწუხაროდ, დღეს ისეთ დროში ვცხოვრობთ, როცა შეიძლება ყველანაირი ინფორმაცია არსებობდეს – მცდარი, “ფეიკ ნიუსის” დროში ვცხოვრობთ. შესაბამისად, ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება სიმართლის დადგენას, ჩვენთვის ამოსავალი უნდა იყოს, რომ სწორად ვიმოქმედოთ. ის პროცესები, რომელიც წარიმართა, იმის საფუძველს იძლევა, რომ გარკვეული დასკვნები გავაკეთოთ. საფუძვლიანი ეჭვი არსებობს ვიფიქროთ, რომ ეს იყო დაგეგმილი ქმედების ერთი კომპონენტი, რაც მიზნად ისახავდა არა კანონით დადგენილი წესით, არა კონსტიტუციის და არა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლას. საზოგადოებას სწორი დასკვნების გაკეთებისთვის სწორი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს. ალბათ, ხვდებით, ვისაც ვგულისხმობ – ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართულ პირებს. ის, რაც ხდება, არ შედის იმ პარტიების ინტერესებში, ვინც ამომრჩეველთა ხმები მოიპოვეს. ეს შედის ერთეული პირების ინტერესებში. სამწუხაროდ, ის მდგომარეობა გვაქვს, როცა პოლიტიკური პარტიები რაღაც მსხვერპლი ვართ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,167 ნახვა
%d bloggers like this: