ელენე ნიჟარაძე „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას აღარ იკავებს. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი, ოროდესაც ISFED-ის ბორდის წევრმა თამარ სართანიამ „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.
როგორც დღეს თავად ელენე ნიჟარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ხარვეზი, რომელიც ISFED-მა დაუშვა, ძალიან მცირედი იყო და მას არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. ნიჟარაძე უარყოფს, რომ ISFED-ის შეცდომამ პოლიტიკური კრიზისის შექმნას შეუწყო ხელი, თუმცა ბორდის გადაწყვეტილებას ეთანხმება თანამდებობის დატოვების შესახებ.
„ბორდის წევრებმა გამაცნეს თავისი შეხედულება, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა და მე დავთანხმდი, გადავმდგარიყავი“,-განაცხადა მან.
Facebook Comments Box