პოსტები სოციალური ქსელიდან

ნატო ჩხეიძე: გუშინ ჩამერიცხა საპარლამენტო ხელფასი, საფიქრალი გამიჩინეს, რა ვუყო ამ „ეშმაკისეულ თანხას“

Nusagi

გუშინ ჩამერიცხა საპარლამენტო ხელფასი, თანაც უკლებლივ. ერთი თეთრიც არ დაკლებია. ახლა საფიქრალი გამიჩინეს, რა ვუყო ამ „ეშმაკისეულ თანხას“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ წევრი ნატო ჩხეიძე Facebook-ზე წერს.

„ოცნების“ ხელისუფლება დაპირებებს რომ არ ასრულებს, კი ვიცოდი, მაგრამ გადაჭარბებით თუ არ შეასრულებდა, „ოცნებისგანაც“ ძნელი წარმოსადგენი იყო. მაგალითად, განცხადებებს შემოიტანენ თუ არა პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატები, მაშინვე, უმოკლეს ვადაში დავაკმაყოფილებთო. და რა, არც არაფერი. რომ აცდენენ სხდომებს, ხელფასებს არ მივცემთო. აქაც – არც არაფერი. უფრო ზუსტად კი, სულ პირიქით. გუშინ ჩამერიცხა საპარლამენტო ხელფასი, თანაც უკლებლივ. ერთი თეთრიც არ დაკლებია… ახლა საფიქრალი გამიჩინეს, რა ვუყო ამ „ეშმაკისეულ თანხას“, როგორც შალვა ნათელაშვილმა უწოდა. ბიუჯეტში დავაბრუნო? არაა, ისევ თავიანთ კორუფციულ სქემებს მოახმარენ. ქველმოქმედებაში? ან ვის გააწვდენ და თანაც ​დაგვამუნათებენ, ორი კურდღლის დაჭერა მოინდომესო… ​სამოქალაქო აქტივისტებს გადასცე და ერთ ყიჟინას ატეხს ეს „ოცნება“, უყურეთ, უყურეთ, რევოლუციას აფინანსებს ოპოზიციაო. ერთი სიტყვით, აღარ ვიცი, რა წყალს მივეცე, რა ვუყო ამ თანხას? ჰოდა, თქვენ მოგმართავთ, მეგობრებო, მირჩიეთ, გადავწყვიტოთ“, – წერს ნატო ჩხეიძე.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,334,110 ნახვა
%d bloggers like this: