საზოგადოება

წინასაახალწლო პერიოდის გამო, დღეიდან 31 დეკემბრის ჩათვლით კერძო სატრანსპორტო საშუალებებს ე.წ. ბასლეინებში მოძრაობის შესაძლებლობა აქვთ

Nusagi

წინასაახალწლო პერიოდის გამო, 25-31 დეკემბერს კერძო სატრანსპორტო საშუალებებს ე.წ. ბასლაინებში მოძრაობის შესაძლებლობა ექნებათ, – ამის შესახებ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ბრიფინგზე გუშინ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მერიამ მოახლოებული წინასაახალწლო პერიოდის გამო მიიღო.

„პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში, დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირება დროებით შეჩერებულია, რის გამოც, მოქალაქეებს გადაადგილება მხოლოდ კერძო მფლობელობაში არსებული კერძო სატრანსპორტო საშუალებებით უწევთ. თბილისის მერია ქალაქის მასშტაბით, ტრანსპორტის ნაკადებს ყოველდღიურად აკვირდება და გაცნობებთ, რომ მას შემდეგ, რაც მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირება დროებით შეჩერდა, კერძო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მაჩვენებელი 20%-ით არის გაზრდილი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენ მიერ შემუშავებული საზოგადოებრივი ტრანსპორტზე ორიენტირებული სატრანსპორტო პოლიტიკის გატარების აუცილებლობას.

მოგეხსენებათ, პანდემიიდან გამომდინარე შექმნილი მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა 24 დეკემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედება.

ვინაიდან მოახლოებულია ახალი წელი და მოსახლეობას სხვადასხვა მიზნისთვის გადაადგილება ესაჭიროება, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით, 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, დაუშვას კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დედაქალაქში არსებული, ავტობუსისთვის განკუთვნილ ხაზებში, ე.წ. ბასლეინებში, რაზეც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ გამოიწერება. აღნიშნული გადაწყვეტილება გარკვეულწილად, ტრანსპორტის მომატებულ ნაკადებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემს“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,535,661 ნახვა
%d bloggers like this: