საზოგადოება

8 წლის გიგი ჩანგელიას ოჯახს სახელმწიფომ ახალი ბინის გასაღები გადასცა

Nusagi

აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ 8 წლის გიგი ჩანგელიას ოჯახს 24 დეკემბერს, სახელმწიფომ ახალი ბინის გასაღები გადასცა, – ინფორმაციას ოჯახის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ავრცელებს. განცხადების თანახმად, ოჯახს უკვე შეუძლია ზუგდიდში, თავის კუთვნილ სამოთახიან ბინაში საცხოვრებლად გადასვლა.

„გვიხარია გაცნობოთ, რომ პატარა გიგი ახალ წელს თბილ და უსაფრთხო გარემოში შეხვდება”, – წერს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“.

8 წლის გიგი ჩანგელიას ოჯახი თბილისში, აფრიკის დასახლებაში უნებართვოდ აშენებულ სახლში ცხოვრობს. ოჯახის ადვოკატის ცნობით, მიმდებარე ტერიტორიაზე დანგრეული სხვა სახლების მსგავსად იგეგმებოდა გიგის ოჯახის სახლის დანგრევაც.

სახლის დანგრევის შეჩერების თხოვნით, PHR-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს 18 დეკემბერს მიმართა, 19 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ ეს მოთხოვნა აე დააკმაყოფილა.

PHR-ის ცნობით, ოჯახს სახლის დაცლის ვადა 20 დეკემბრამდე მისცეს, თუმცა არც 20 დეკემბერს და არც მას შემდეგ ჩანგელიების სახლთან ტექნიკა არ გამოჩენილა. 20 დეკემბერსვე ჩანგელიების ოჯახის საბინაო უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა დევნილთა სააგენტომ. განცხადების თანახმად, ჩანგელიების ხუთსულიან ოჯახს ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე ახლად აშენებულ კორპუსში სამოთახიანი ბინა 14 დეკემბერს გადაეცა.

ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი, ანა არგანაშვილი 20 დეკემბერს რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავდა, რომ მართალია ოჯახი ბინას დეკემბერში ელოდა, მაგრამ გასაღები ჯერ არ ჰქონდა. მისივე თქმით, ოჯახს ბინა არ ჰქონდა არც 4-5 თვის წინ, როდესაც სესხი აიღო და აფრიკის დასახლებაში სახლის შენება დაიწყო.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,530,863 ნახვა
%d bloggers like this: