პოლიტიკა

ISFED-ის გამგეობის თავმჯდომარე: ადამიანური შეცდომა იყო და პასუხისმგებლობა თანაბრად მიუძღვის როგორც ISFED-ს, ასევე NDI-ის ექსპერტებს

Nusagi

მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა, რომ ფორმულა, რომელიც ითვლიდა საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობას, ასევე მითვლილი იყო ბათილი ბიულეტენები, ხოლო „ამ შეცდომის გასწორების შემდეგ „ისფედის“ „პივიტის“ შედეგები მიუახლოვდა ცესკოს შედეგებს,-ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ გამგეობის თავმჯდომარე თამარა სართანიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მან განმარტა, რატომ გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში.

როგორც სართანიამ ბრიფინგზე აღნიშნა, „ISFED-ის დირექტორზე ზეწოლის, შანტაჟის ან დაშინების მცდელობას ადგილი არ ჰქონია“.

ამასთან, სართანიას თქმით, ISFED-ის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციაში სამი პარტიის – „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, შემთხვევაში მონაცემებში ცდომილება ზღვარს აცდა, რის შემდეგაც ორგანიზაციაში მოკვლევა დაიწყეს.

მისივე თქმით, „პივიტის“ დაფუძნება მოხდა სერბეთის „პივიტის“ „სოფთზე“, პროგრამულ უზრუნველყოფაზე, სადაც ბათილ ბიულეტენებსაც ათვლიან.

„ყოველი შემდგომი „პივიტი“ ეყრდნობა არა იმავე ქვეყანაში გამოყენებულ „პივიტის“, არამედ ყველაზე ბოლოს, სადაც იყო ეს „პივიტი“ გამოყენებული, კომისიის მოკვლევით დადგინდა, რომ მოხდა სწორედ ამ სოფთის დაფუძნება ისეთი ქვეყნის „პივიტის“ სოფთზე, სადაც ბათილი ბიულეტენები ითვლება საარჩევნო სუბიექტების პროცენტული მაჩვენებლების დაანგარიშებით, ეს ქვეყანა არის სერბეთი, სადაც არჩევნები ჩატარდა 2020 წლის ივნისში“,- განაცხადა სართაიამ.

მისივე განმარტებით, „სამართლიანი არჩევნები“ NDI-ის ექსპერტებს ქირაობს და პროგრამულ უზრუნველყოფას მათთან ერთად აკეთებს.

რაც შეეხება იმას, რატომ გამოვლინდა შეცდომა დაგვიანებით, სართანიას თქმით, პროგრამის დატესტვის დროს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული პროცენტის დათვლა არ ხდება, შესაბამისად უფრო ადრე შეცდომის გამოვლენა შეუძლებელი იყო.

„კომისიამ დაასკვნა, რომ ნამდვილად ადამიანური შეცდომა იყო და პასუხისმგებლობა თანაბრად მიუძღვის როგორც ISFED-ს, ასევე NDI-ის ექსპერტებს, რომლებმაც ამ ფორმულის ვალიდურობა დამკვეთთან არ გადაამოწმეს“,- განაცხადა სართანიამ.

შეგახსენებთ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. მათი განმარტებით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა და აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე. „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, “ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” ხმების 47.6% აქვს. ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ელენე ნიჟარაძე „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას აღარ იკავებს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,554,156 ნახვა
%d bloggers like this: