უცხოური მედია

ელისაბედ მეორე – რაც ბევრ ადამიანს ამ წელს შობისთვის სურს, ეს უბრალო ჩახუტებაა

Nusagi

რაც ბევრ ადამიანს ამ წელს შობისთვის სურს, ეს უბრალო ჩახუტებაა, – ამის შესახებ ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემ თავის ყოველწლიურ სადღესასწაულო მიმართვაში განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მისი თქმით, მათთვის, ვინც ახლობელი ადამიანი „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო დაკარგა ან მათთვის, ვინც სოციალური კონტაქტების შეზღუდვების გამო განცალკევებულად იყვნენ, წელიწადის ეს დრო სევდიანი იქნება. „თუ მათ შორის ხართ, თქვენ არ ხართ მარტო“, – აღნიშნა ელისაბედ მეორემ.

დედოფალმა მიმართვაში მომავლის იმედი გამოთქვა და ასევე განაცხადა, რომ მილიონობით ბრიტანელი შობის ამ დღესასწაულს თავიანთ ოჯახებთან ერთად ვერ ატარებს. მისი თქმით, ამ წელმა ადამიანები ერთმანეთს დააშორა, თუმცა ამასთან, ბევრი მიმართულებით დააახლოვა.

„დიდ ბრიტანეთსა და მთელ მსოფლიოში ადამიანები ამ წლის გამოწვევებს შესანიშნავად გაუმკლავდნენ და მე ამაყი ვარ ამ შეუპოვარი სულისკვეთებით“, – განაცხადა ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემ.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,338,787 ნახვა
%d bloggers like this: