პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძემ ახალი პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლება“ დააარსა, რომლის თავმჯდომარეც თავად იქნება

Nusagi

ზურაბ ჯაფარიძემ ახალი პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლება“ დააარსა. პარტიის ყრილობაზე განაცხადეს, რომ „გირჩი – მეტი თავისუფლება“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე იქნება.

პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრები იქნებიან ცოტნე კობერიძე, ნიკა მოსიაშვილი, მარიტა რატიანი, ნინო საჯაია, ანა ჩიქოვანი, ბორის ყურუა, სანდრო თარხან-მოურავი და მირიან ბეჟიტაშვილი.

ყრილობაზე ასევე განაცხადეს, რომ პარტიის დროშა და ლოგო იგივე რჩება, თუმცა, განმასხვავებელი ნიშანი იქნება წერტილი, რომელიც მათ ბოლოშია გამოსახული.

თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში დაწერა. „ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას“, – დაწერა ჯაფარიძემ.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,325,919 ნახვა
%d bloggers like this: