„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ვარშალომიძე მის კონკურენტ თანაგუნდელს ნიკა მელიას ელექტრონული არჩევნების გზით პარტიის ხელმძღვანელის პოსტის დაკავებას ულოცავს.
„ნიკა მელიას გამარჯვებას ვულოცავ! ჩვენი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობისათვის მადლობა მინდა გადავუხადო! ახლა მომავალი გამარჯვებების დროა, ამიტომ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და განვითარება“, – დაწერა ლევან ვარშალომიძემ სოციალურ ქსელში.
Facebook Comments Box