სპორტი

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა დაპირისპირების ფონზე ჩატარდა

Nusagi

სარაგბო კლუბ „ლელოს“ ბაზაზე რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა გაიმართა, რომლის დაწყებამდეც მცირე დაპირისპირება მოხდა, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატებს ირაკლი აბუსერიძესა და გოჩა სვანიძეს სხდომაზე დასწრების საშუალებას არ აძლევდნენ. რამდენიმეწუთიანი ლოდინის შემდეგ ორივე კანდიდატმა შენობაში შესვლა შეძლო და როგორც მოგვიანებით გაირკვა, მომხდარი ტექნიკური შეცდომით იყო გამოწვეული.

გამგეობის სხდომის პარალელურად გარეთ შეიკრიბნენ აბუსერიძის მხარდამჭერები, რომლებიც სხდომის დასრულებას ელოდებოდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ თუ გამგეობა კიდევ ერთხელ გადადებდა არჩევნებს, კლუბები მზად იყვნენ, რიგგარეშე ყრილობა მოეწვიათ.

გამგეობის დღევანდელი სხდომა ჩატარდა პრეზიდენტობის მესამე კანდიდატის, ბაჩო ხურციძის წერილის საფუძველზე, რომელიც არჩევნების კიდევ ერთხელ გადადებას ითხოვდა.

გამგეობის მომდევნო სხდომა, რომელზეც საბოლოოდ უნდა გადაწყდეს არჩევნების თარიღის საკითხი, 27 დეკებმერს 13:00 საათზე გაიმართება.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები სხვადასხვა მიზეზით რამდენიმეჯერ გადაიდო. უკანასკნელი დადგენილებით, არჩევნები 30 დეკემბერს უნდა ჩატარდეს. პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი – ბაჩო ხურციძე, ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე იბრძვის.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,963 ნახვა
%d bloggers like this: