პოლიტიკა

1-3 პროცენტში მოდრეიფე პარტიები ბოლომდე წამოიკიდა სააკაშვილ- ბოკერიას ტანდემმა

Nusagi

„ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარედ ნიკა მელიას არჩევამ, დაადასტურა არსებული ვარაუდი, რომ სააკაშვილი და მისი მოძრაობა, ბოლომდე დარჩება ბოიკოტირების რეჟიმში. ნიკანორ მელია, რომელიც სიმბოლურადაც ქუჩის სტიქიას წარმოადგენს, და იყო პარლამენტის შენობაზე შტურმის ორგანიზატორი გასული წლის 20-21 ივნისის ცნობილი მოვლენებისას, არის სააკაშვილის ღია განაცხადი, უკვე საგაზაფხულოდ რევოლუციური სცენარის დაწყებაზე, რაც საპროტესტო აქციებზე და დესტაბილიზაციაზე იქნება აგებული,-ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, არანაირი სხვა სცენარი გარდა ამბოხისა ფაქტიურად არ განიხილება.

„ამაზე ისიც მიუთითებს, რომ არანაირი სხვა არგუმენტი, არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ქვეყნების ელჩების პირდაპირი მოწოდება, დებატების პარლამენტში გადატანაზე თუ იგივე თავისუფალი არჩევნების აღიარება გადათვლისას დაშვებულ უზუსტობებზე, რაც გასწორდა და ფაქტიურად აღარ ტოვებს რაიმე ცდომილებას ცსკოს მიერ არჩევნების იფიციალურ მონაცემებთან დაკავშირებით, არც განიხილება. პრინციპში, ეს ისედაც მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო, რადგან თავიდანვე იყო განაცხადი რევანშზე, როდესაც წინასწარ არჩევნებამდე პერიოდში ცხადდებოდა ოპოზიციის უპირობო გამარჯვებაზე, იგივე “იფსოს” კვლევების ოპომედიით ტირაჟირებაც, სწორედ ამას ემსახურებიდა.

ახლა საკითხავია, ქართული ოპოზიცია, აქამდე რომ იხტიბარს არ იტეხდა და თავის არგუმენტად, ტოტალური გაყალბება ჰქონდა ხელზე დახვეული, რა გზას დაადგება, გაყვება ნაციონალების ამბოხის და რევანშის გზას და გადაინაცვლებს ბარიკადებზე თუ თავს დააღწევს ამ მანკიერ წრეს. ოპოზიცია და პირველ რიგში, ბარიერგადალახული 1-3 პროცენტში მოდრეიფე პარტიები, იქნება ელისაშვილის მოძრაობა, ლელო თუ გნებავთ გირჩი, დღეს რთულ სიტუაციაშია ჩავარდნილი. ფიგურალურად რომ ვთქვათ, რეალურად ისინი ბოლომდე წამოიკიდა სააკაშვილ- ბოკერიას ტანდემმა, როდესაც ბოიკოტირების რეჟიმში ჩართო და ვადამდელი არჩევნების გარდა სხვა ალტერნატივა არ დაუტოვა, შეიყვანა რა პოლიტიკურ ჩიხში.

არასოდეს თქვა არასოდეს, ეს პოპულარული გამონათქვამი მართლა ზედგამოჭრილია მათთვის. პროცესები ლოგიკურად და საინტერესოდ ვითარდება, ნაციონალები კი მიდიან ვა ბანკზე, მაგრამ ესენი სად მიდიან, რომელი ერთია ნეტავ მარატი? მალე იმასაც ვნახავთ, ვინ იყო ყურებით დაჭერილი და ვინ დააღწევს თავს პოლიტიკურ სუიციზმს“,-წერს გიორგი ცუცქირიძე.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,231 ნახვა
%d bloggers like this: