სოციალური ქსელები და მედია

POSTV „ტვ პირველს“ ეკატერინე ტიკარაძის სამედიცინო განათლებასთან დაკავშირებით სიცრუეში ამხელს

Nusagi

რამდენიმე კვირის წინ „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტში გამომძიებელი ჟურნალისტი ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის სამედიცინო განათლებაზე საუბრობდა და ამტკიცებდა, რომ ტიკარაძის დიპლომი ყალბია. სიუჟეტში, აგრეთვე, საუბრობდნენ, რომ  ქალი, რომელმაც ტიკარაძეს დიპლომი მისცა, გაყალბებული დიპლომების საქმეზე იძებნება

აქვს თუ არა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს სამედიცინო განათლება?! – ამ საკითხით გადაცემა „კვირის პოსტი“ დაინტერესდა. კერძო ინსტიტუტებისა და კონკრეტულად თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის „ვითას“ შესახებ ინფორმაციის მისაღებად სიუჟეტის ავტორმა განათლების საინფორმაციო სისტემას წერილობით მიმართა.

როგორც „კვირის პოსტის“ სიუჟეტში ირკვევა, 1991 წელს საქართველოში უზენაესი საბჭოს დადგენილებით დამტკიცდა დებულება საქართველოს რესპუბლიკაში ფასიანი სასწავლებლების გახსნის შესახებ. დებულების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ნებადართული გახდა ფასიანი სასწავლებლების გახსნა. ფიზიკური ან იურიდიული პირი იღებდა ლიცენზიას ფასიანი სასწავლებლის გახსნისთვის იმ შემთხვევაში, თუკი აკმაყოფილებდა სახელმწიფოს მიერ დადგენილ მოთხოვნებს. მაგალითად: წარმოადგენდა სასწავლო გეგმას, საგანმანათლებლო პროგრამას, პედაგოგიურ პერსონალს და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას. ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასწავლებელი იღებდა ლიცენზიას და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სათანადო კვალიფიკაციის დამდასტურებელი მოწმობის – დიპლომის და ატესტატის გაცემის უფლებას.

სიუჟეტში, აგრეთვე, ხაზგასმულია, რომ თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი „ვითა“, რომელშიც ჯანდაცვის მინისტრმა მიიღო განათლება, დადგენილების გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ, 1992 წელს სამხედრო ჰოსპიტალის ბაზაზე დაარსდა. ინსტიტუტში ორი ფაკულტეტი იყო: სამკურნალო და სტომატოლოგიური. „ვითაში“ ლექციებს ცნობილი და აღიარებული ლექტორები კითხულობდნენ.

სიუჟეტის თანახმად, „ვითა“ იყო ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომლის ლაბორატორიები აღჭურვილი იყო თანამედროვე სამედიცინო აპარატურით.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,338,459 ნახვა
%d bloggers like this: