პოლიტიკა

ირაკლი კოვზანაძე: ოპოზიცია პარლამენტის მუშაობაში უნდა მონაწილეობდეს, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს

Nusagi

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დასრულდა.­

სხდომაზე 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესახებ იმსჯელეს.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტში ოპოზიციის ყოფნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც კოვზანაძემ აღნიშნა, მას ამის გამო „დისკომფორტი“ აქვს.

„მიმაჩნია, რომ პარლამენტში ოპოზიციის მნიშვნელობა ძალიან დიდია. ჩემი პოზიცია ასეთია, რომ ოპოზიცია პარლამენტის მუშაობაში უნდა მონაწილეობდეს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე თვითონ მაქვს ამასთან დაკავშირებით დისკომფორტი, რომ ოპოზიცია არ მონაწილეობს“, – განაცხადა კოვზანაძემ.

„ქართული ოცნების” ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. მსჯელობის მთავარი საკითხი ქვეყნის 2021 წლის ბიუჯეტი იყო.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 28 დეკემბრის სხდომაზე 2021 წლის, საბოლოოდ კორექტირებულ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიღება კი, 29 დეკემბრის რიგგარეშე სესიაზე იგეგმება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,535,669 ნახვა
%d bloggers like this: