უცხოური მედია

„მოდერნას“ ვაქცინამ ადამიანებში, ვისაც კოსმეტიკური ფილერი აქვთ, გვერდითი მოვლენები გამოიწვია

Nusagi

FDA-ს ინფორმაციით, ადამიანებს, ვისაც სახეზე კოსმეტიკური ფილერები აქვთ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ერთ-ერთმა ვაქცინამ შესაძლოა, ანთებითი პროცესები განუვითაროს,-ამის შესახებ „ფოქს ნიუსი“ იუწყება.

კომიტეტის ინფორმაციით, ცდის რამდენიმე მონაწილეს, რომლებსაც შემავსებელი ნივთიერება აქვთ სახეში შეყვანილი, უკვე განუვითარდათ გვერდითი მოვლენები. დერმატოლოგები ამბობენ, რომ რეაქცია იმუნურია.

„თქვენი იმუნური სისტემა, რომელიც იწვევს ანთებას, აქტიურდება, როდესაც იღებთ ვაქცინას“,-აცხადებს კალიფორნიელი ექიმი შირლი ჩი, მისივე თქმით, ამ გვერდითი მოვლენის მკურნალობა პრობლემას არ წარმოადგენს.

„ლოგიკურია, რომ თქვენ შეამჩნევთ იმუნურ რეაქციას გარკვეულ ადგილებში, სადაც თქვენი სხეულისთვის უცხო ნივთიერებაა შეყვანილი. ამ შემთხვევაში ყველა პაციენტს აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა იმ ადგილას, სადაც ეს ნივთიერება იყო შეყვანილი. რამდენიმე პაციენტს ვაქცინაციამდე 6 თვით ადრე ლოყებში ჰქონდა ფილერი შეყვანილი, ერთს კი, ვაქცინის შემდეგ ტუჩებში შეუყვანეს ნივთიერება, შემდგომში მათ სტეროიდებით უმკურნალეს და ყველაფერმა კარგად ჩაიარა“,-განაცხადა ექიმმა. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,173 ნახვა
%d bloggers like this: