უცხოური მედია

პესკოვი: ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად პუტინმა მრავალი დღე გაატარა ტელეფონთან

Nusagi

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მრავალი დღე გაატარა ტელეფონის ყურმილით ხელში იმისთვის, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოეგვარებინა. ამის შესახებ რუსეთის ლიდერის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა Россия 1-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთმა კონფლიქტის გადაჭრაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. 

მისივე თქმით, პუტინი მოლაპარაკებებს აწარმოებდა არა მხოლოდ ორი ქვეყნის ლიდერებთან, არამედ თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთანაც. პესკოვმა დასძინა, რომ რუსეთის საზღვართან აქტიური საომარი მოქმედებები დაუშვებელია. 

შეგახსენებთ, 10 ნოემბერს სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერებმა მთიან ყარაბაღის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც მისი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი აზერბაიჯანს დაუბრუნდა. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,186 ნახვა
%d bloggers like this: