პოსტები სოციალური ქსელიდან

სააკაშვილი ნიკა მელიას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ კენჭისყრაში არჩევას ულოცავს

Nusagi

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს.

„ვულოცავ უმაგრეს ლიდერს ნიკა მელიას – „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ პირველ ელექტრონულ კენჭისყრაში არჩევას. უახლოეს პერიოდში, როგორც კი შეიცვლება ივანიშვილის უზურპატორი დიქტატურა,
ჩვენ მოვახდენთ ინიცირებას, ყველა გადაწყვეტილების ფართო დემოკრატიული ბაზით – ელექტრონულად კენჭისყრით მიღების და ეს იყო ამის პირველი მშვენიერი გამოცდილება.

ასევე მინდა ვთქვა, რომ ლევან ვარშალომიძე, რომელიც არის ჩემი უძველესი მეგობარი და თანამებრძოლი, რჩება ერთ-ერთ მთავარ ლიდერად წინააღმდეგობის მოძრაობის, ისევე როგორც დარწმუნებული ვარ,
იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა – საქართველოს შემდგომ ხელისუფლებაში.

დიდი მადლობა ლევანს, ამ არჩევნების ღირსეულად ჩატარებისთვის და მტკიცე ერთიანობის გამოვლენისთვის. დიდი მადლობა,

ყველა მონაწილეს კენჭისყრაში. ძალიან ბევრი მონაწილე იყო, ბევრმა თავი შეიკავა იმიტომ, რომ ბევრი ორივე კანდიდატს უჭერდა მხარს და ესეც გასაგებია, მაგრამ ჩართულობის ხარისხი იყო ძალიან
მაღალი და ეს ძალიან მახარებს“,
– წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,211 ნახვა
%d bloggers like this: