ცნობილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ჯულიეტა ვაშაყმაძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჯულიეტა ვაშაყმაძე გადაღებულია კინოფილმებში: “ყვავილი თოვლზე”, “თოჯინები იცინიან”, “პაპა გიგია”, “არაჩვეულებრივი გამოფენა” და ტელეფილმში “მზე ჭიქაში”.
ჯულიეტა ვაშაყმაძე იყო საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრი. 1996 წელს მიღებული აქვს ღირსების ორდენი. 1967 – საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება.
ის „მთავარი არხის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას დედა იყო.
Facebook Comments