ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: კომპანიებისა და მეწარმეების დახმარების მთავარი ამოცანა მათ ფინანსურ მდგომარეობაზე ზეწოლის შემცირება, პანდემიის პირობებში, სამუშაო ადგილების შენარჩუნებაა

Nusagi

კომპანიებისა და მეწარმეების დახმარების მთავარი ამოცანა მათ ფინანსურ მდგომარეობაზე ზეწოლის შემცირება, პანდემიის პირობებში, სამუშაო ადგილების შენარჩუნებაა, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

„საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, მათი დასაქმების შენარჩუნებისთვის კეთდება. ასეთი ღონისძიებების გატარებას შესაბამისი სამართლებრივი ცვლილებები სჭირდება. 1-ლი დეკემბრიდან, 6 თვის განმავლობაში, ვაგრძელებთ კომპანიებისთვის საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირებას. ეს ნაბიჯი 42 ათას კომპანიას უმსუბუქებს მდგომარეობას და ეხმარება მათ, რომ თანამშრომლები სახლში არ გაუშვან“ – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,530,859 ნახვა
%d bloggers like this: