ბოლო 24 საათში საქართველოში 41 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 222 143 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 206 313-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 418 მოქალაქე.
Facebook Comments Box