ჯანდაცვა

ლევან რატიანი: სახელმწიფო მიდგომამ განაპირობა ის, რომ კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა საგრძნობლად იკლო, მაგრამ ფოტოსურათები ვნახე, რა ხდებოდა თბილისის სავაჭრო ქსელებში

Nusagi

ბოლო ათი თვეა, პირადი მე და გრძნობა არ გამაჩნია, გარდა პაციენტებისა. სიმართლე გითხრათ, როგორ გავიდა ეს 10 თვე, არ ვიცი, საავადმყოფოს კედლებს გარეთ არ ვყოფილვარ, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში განაცხადა.

„სახელმწიფო მიდგომამ განაპირობა ის, რომ დღეს კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა საგრძნობლად იკლო. ამ 2-კვირიანმა ჩაკეტვამ ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად შეამცირა და კოვიდპაციენტების მომართვიანობა ჩვენს კლინიკაში მკვეთრად შემცირდა. ჯანდაცვის სფერომ ამოისუნთქა, დღეს პირველი შემთხვევა იყო, რომ ბოლო 10 თვის გამავლობაში, კლინიკაში 5 თავისუფალი ადგილი გვქონდა, მაგრამ, რაც რამდენიმე დღის წინ, ფოტო სურათები ვნახე, რა ხდებოდა თბილისის სავაჭრო ქსელებში, თუ ასე გაგრძელდა, დიდი შანსია, რომ ინფექცია კვლავ გავრცელდეს. იმედი მაქვს ეტაპობრივად, ყველანი ერთად ყველაფერს დავამარცხებთ“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 221 605 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 203 547-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 377 მოქალაქე.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,189 ნახვა
%d bloggers like this: