უცხოური მედია

ტრამპმა ბიუჯეტს და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კანონპროექტს ხელი მაოწერა

Nusagi

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს, რომლის დიდი ნაწილი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებს. ბიუჯეტის მოცულობა 2,3 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ CNN იუწყება. 

Covid19-თან ბრძოლის კანონპროექტის მიხედვით, მოსახლეობისთვის დახმარების სახით 900 მლრდ. დოლარის გამოყოფა იგეგმება. დახმარებას როგორც ის ადამიანები მიიღებენ, ვინც უმუშევრობის შემწეობას იღებდა, ასევე ის პირები, ვინც პანდემიის გამო სამსახური დაკარგა. ფიზიკური პირები თვეში 600 დოლარს მიღებენ. ასევე ფინანსურ დახმარებას კერძო კომპანიებიც მიიღებენ. უმუშევრობის შემწეობას თვეში 300 დოლარი დაემატება.

აღნიშნული კანონპროექტი კონგრესმა ერთი კვირის წინ, 21 დეკემბერს მიიღო. ის აშშ-ის პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეგზავნა, თუმცა დონალდ ტრამპი რამდენიემ დღე კანონს ხელს არ აწერდა. პრეზიედენტს მაიჩნდა, რომ დახმარების ოდენობა საკმარისი არ არის და თვეში 2000 დოარს უნდა შეადგენდეს.

საბოლოოდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანონპროექტს ხელს აწერს, რადგანაც კონგრესისგან დაპირება მიიღო, რომ დახმარების 2000 დოლარამდე გაზრდის საკითხს აშშ-ის საკანონმდებლო ორგანო კიდევ დაუბრუნდება.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,385 ნახვა
%d bloggers like this: