ჯანდაცვა

ჯანმო: კორონავირუსის მუტაცია შემდგომშიც გაგრძელდება

Nusagi

ჯანმოს COVID-19-თან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა,რომ კორონავირუსის მუტაცია შემდგომშიც გაგრძელდება.

„მუტაცია გაგრძელდება. მუტაცია ბუნებრივი პროცესია. თავად ვირუსზე ეს განსაკუთრებულ გავლენას არ ახდენს, თუმცა ვირუსის ახალი ვარიანტების შესწავლა უნდა განვაგრძოთ, მათ შორის ვირუსის გადაცემის პოტენციალის თვალსაზრისით“, – აღნიშნა მარია ვან კერკხოვემ.

ჯანმოს COVID-19-თან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ჯანმო ყურადღებით აკვირდება სიტუაციას და აღნიშნულ საკითხზე მეცნიერებთან ერთად მუშაობს.

14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.

19 დეკემბერს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი სახეობა გამოავლინეს.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,333,890 ნახვა
%d bloggers like this: