უცხოური მედია

აშშ-სა და მექსიკაში Novavax-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა დაიწყო

Nusagi

აშშ-სა და მექსიკაში ამერიკული კომპანია Novavax-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდა დაიწყო. ამის შესახებ Deutsche Welle წერს

აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტის განცხადებით, ტესტირების მესამე ფაზაში ორივე ქვეყანაში დაახლოებით 30 000 მოხალისე მიიღებს მონაწილეობას.

ამ დროისთვის ამ ვაქცინის გამოცდა უკვე მიმდინარეობს დიდ ბრიტანეთში. მასში 15 000 ადამიანი მონაწილეობს.

პრეპარატი NVX-CoV2373 უკვე მეხუთე კანდიდატი ვაქცინაა აშშ-ში, რომელიც კლინიკური ცდის მესამე ფაზას გადის. Novavax-ის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი შენახვა 2-8 გრადუსზეა შესაძლებელი, რაც მის ლოგისტიკას მნიშვნელოვნად ამარტივებს.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,338,459 ნახვა
%d bloggers like this: