სამართალი

“ზეგი” აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახს ვერ გადასცემს კომპიუტერს, რომელიც ახლა პროკურატურაშია

Nusagi

კომპანია “ზეგი”, რომელშიც 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვალებამდე მუშაობდა, აცხადებს, რომ მათ მიმართ, ოჯახისა და მათი ადვოკატის მხრიდან ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.

კომპანია განმარტავს, რომ ოჯახს სურს ბაჩალიაშვილის სარგებლობაში არსებული ლეპტოპის გადაცემა და ამ მოტივით კომპანიისა და პროკურატურის გარიგებაზე საუბრობს.

“უბრალოდ სასაცილოა კომპანია “ზეგ”-ის დადანაშაულება პროკურატურასთან გარიგებაში შესვლის ბრალდებით იმ მიზეზით, რომ კომპანიას გამოძიების დაწყებისთანავე ჩამოართვეს ყველანაირი ტექნიკა და დაულუქეს ოფისი”, – ვკითხულობთ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დამატებით, კომპანია განმარტავს, რომ კომპიუტერი, რომლის გადაცემასაც ახლა ოჯახი ითხოვს, პროკურატურაშია და მათ არ აქვთ უფლება, დირექტივები მისცენ საგამოძიებო უწყებას.

“მიუხედავად ოჯახის მიერ დაფიქსირებული თხოვნის თუ მოთხოვნისა და ოჯახის დამცველის მიერ გაჟღერებული გაფრთხილებებისა, კომპანია მის პარტნიორებთან არსებული ხელშეკრულებებით შეზღუდულია აღნიშნული კომპიუტერული მოწყობილობა და მასში არსებული ინფორმაცია გადასცეს მესამე პირებს, რადგან იგი წარმოადგენს კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას, რომელიც კავშირშია მის პარტნიორ კომპანიებთან და აღნიშნული ინფორმაციის გადაცემა მესამე პირებისთვის გამოიწვევს კომპანია “ზეგ”-ის პასუხისგებლობას”, – განმარტავს კომპანია.

საქართველოს პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის საქმე უკვე დაიხურა. უწყების განმარტებით, მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. საქმის დახურვის შემდეგ ოჯახი პროკურატურისგან იმ ლეპტოპის გადაცემას ითხოვს, რომლითაც თამარი “ზეგში” მუშაობდა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,340,827 ნახვა
%d bloggers like this: