პოლიტიკა

პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს დღეს უყრის კენჭს

Nusagi

პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს დღეს კენჭს უყრის. ბიუჯეტის პროექტს კანონმდებლებს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი წარუდგენს.

პროექტის მიხედვით, ბიუჯეტი 16, 7 მილიარდი ლარია, რაც 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ერთი მთელი ექვსი მილიარდი ლარით არის შემცირებული.

ამასთან, თითქმის მილიარდ ნახევრით არის შემცირებული შემოსავლები. პრიორიტეტად ისევ რჩება ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება. დოკუმენტი ითვალისწინებს პენსიების ზრდას. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლასა და მისგან გამოწვეული კრიზისის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის, მომავალ წელს მილიარდ 140 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,535,658 ნახვა
%d bloggers like this: