უცხოური მედია

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

A
Nusagi

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

„რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მთავარმა საგამოძიებო სამმართველომ საკმარისი მონაცემები შეაგროვა, რის საფუძველზეც, ალექსეი ნავალნისა და სხვა პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა განსაკუთრებით დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ალექსეი ნავალნის ფონდებმა ფიზიკური პირებისგან 588 მილიონი რუბლი მიიღეს ფონდების მიზნებისათვის.

„გამოძიების მონაცემებით, ალექსეი ნავალნიმ, რომელიც ფონდების ფაქტობრივი ხელმძღვანელია, სხვა პირებთან ერთად აღნიშნული თანხიდან 365 მილიონი რუბლი პირადი მიზნებისათვის დახარჯა, კერძოდ, პირადი საკუთრებისა და მატერიალური ღირებულებების შეძენასა და ხარჯების დაფარვაზე. შესაბამისად, მოქალაქეებისგან მიღებული სახსრების მითვისება მოხდა“, – აღნიშნეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,172 ნახვა
%d bloggers like this: