პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: დამატებითი მოლაპარაკება და კონსულტაცია საჭიროა იმასთან, ვინც მერყეობს და ვერ ჩამოყალიბებულა, რევოლუცია უნდა, არეულობა თუ მოლაპარაკება

Nusagi

დამატებითი მოლაპარაკება და კონსულტაცია საჭიროა იმასთან, ვინც მერყეობს და ვერ ჩამოყალიბებულა, რევოლუცია უნდა, არეულობა თუ მოლაპარაკება, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მეხუთე რაუნდზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ვართ ის პარტია, რომლესაც ჩვენი პოზიცია მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ ჩვენ მზად ვართ შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის საკითხები, რაც მოლაპარაკების მაგიდაზე დევს, განსაკუთრებით საარჩევნო სისტემის ძირეული ცვლილება. შესაბამისად, დამატებითი მოლაპარაკება და დამატებითი კონსულტაცია საჭიროა იმათთან, ვინც მერყეობს და ვერ ჩამოყალიბებულა, რევოლუცია უნდა, არეულობა თუ მოლაპარაკება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობასთან ინდივიდუალურ კონსულტაციებს მართავს.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,373 ნახვა
%d bloggers like this: