„ლელოს“, რა თქმა უნდა, აქვს პარლამენტში მუშაობის დიდი სურვილი, – ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. „ლელოს“ ლიდერის თქმით, პარტია ამ სურვილს პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში განახორციელებს.
„პოლიტიკური შეთანხმების რეალიზება მოითხოვს რიგ საკანონმდებლო ინიციატივებს, რიგ ცვლილებებს კანონმდებლობაში და, რაც მთავარია, საკონსტიტუციო ცვლილებებს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მანამდე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობასთან ინდივიდუალურ კონსულტაციებს მართავს.
Facebook Comments