დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ოქსფორდის უნივერსიტეტის და ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca-ს მიერ შექმნილი ვაქცინა მოიწონა. ამის შესახებ ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
ქვეყანამ AstraZeneca-ს შეუკვეთა პრეპარატის 100 მლნ დოზა, რაც 50 მლნ ადამიანისთვის არის საკმარისი.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, უკვე შესყიდულ Pfizer/BioNTech-თან ერთად ახალი ვაქცინა მთელ ქვეყანას მოიცავს, სადაც 68 მლნ ადამიანი ცხოვრობს.
Pfizer-ის ვაქცინა დეკემბრის დასაწყისშივე დამტკიცდა, თუმცა ოქსფორდის ვაქცინისგან განსხვავებით, მას შესანახად -70 გრადუსი C სჭირდება.
ბრიტანეთში ინფიცირებულთა დიდი რაოდენობის გამო, საავადმყოფოებს უჭირთ პაციენტების მიღება და მკურნალობა, ხელისუფლება აპირებს, ქვეყნის ბევრ რეგიონში დააწესოს ისეთივე შეზღუდვები, რაც მოქმედებს ლონდონსა და ინგლისის სამხრეთ-დასავლეთით.