პოლიტიკა

გია ხუხაშვილი ივანიშვილზე – ჩემი მეუღლე დღეს ცოცხალი რომ არის, მას უნდა ვუმადლოდე

Nusagi

“ჩემი მეუღლე დღეს ცოცხალი რომ არის, მას უნდა ვუმადლოდე”  – ამის შესახებ ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა გა­ზეთ “კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის” მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში მას­სა და ბიძინა ივა­ნიშ­ვილს შო­რის არ­სე­ბულ ურთიერთობაზე ისაუბრა.

“პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი შეხ­ვდა პო­ლი­ტი­კა­ზე სა­სა­უბ­როდ, მე გახ­ლდით. “მინ­და მე და შენ და­ვი­წყოთ” – ზუს­ტად მახ­სოვს ეს სი­ტყვე­ბი. სამი დღე ვუ­ყუ­რე ტე­ლე­ვი­ზორს და შენ აგარ­ჩი­ეო. შევ­პირ­დი, და­ვეხ­მა­რე­ბო­დი, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კა­ში არ შე­ვი­დო­დი. მე­ო­რე დღი­დან­ვე გავ­მარ­თე კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი იმ პო­ლი­ტი­კურ ჯგუ­ფებ­თან, ვის­თან ერ­თა­დაც ბი­ძი­ნა ბრძო­ლის და­გეგ­მვას აპი­რებ­და. პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა გავ­მარ­თე რეს­პუბ­ლი­კე­ლებ­სა და “თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებ­თან”. სა­ჯა­რო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე თა­ვი­დან­ვე უარი მქონ­და ნათ­ქვა­მი, მაგ­რამ კუ­ლი­სებ­ში ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი.

პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ნამ­დვი­ლად მე გა­დავ­დგი კო­ა­ლი­ცი­ის ფორ­მი­რე­ბა­ში. შემ­დეგ ვი­ფიქ­რე, კუ­ლი­სებ­ში ყოფ­ნა სწო­რი აღარ იქ­ნე­ბო­და და სა­ჯა­როდ ჩა­ვერ­თე საქ­მე­ში. დღეს აღა­რა­ვის ახ­სოვს და შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ებს აწყო­ბენ, მაგ­რამ მე მა­შინ­ვე ვთქვი, რომ არ­ჩევ­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე გავ­დგე­ბო­დი გან­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, არ­ჩევ­ნე­ბი მო­ვი­გეთ. ჩემი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მა ის იყო, რომ დრო­უ­ლად ვერ მო­ვა­ხერ­ხე გან­ზე გად­გო­მა.

და­ვა­პი­რე, მაგ­რამ ივა­ნიშ­ვილ­მა მთხო­ვა რამ­დე­ნი­მე თვე არ წავ­სუ­ლი­ყა­ვი, რად­გან იყო სა­კი­თხე­ბი, რო­მელ­თაც ჩემ გარ­და ვე­რა­ვინ მო­აგ­ვა­რებ­და. სწო­რი იქ­ნე­ბო­და, რომ არ დავ­თან­ხმე­ბუ­ლი­ყა­ვი. ასე ვერ მო­ვი­ქე­ცი. ამი­ტო­მაც მი­ვი­ღე რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი ზი­ა­ნი. ბინ­ძუ­რი კამ­პა­ნია და­ი­გეგ­მა ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ, არა ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის­გან, არა­მედ თა­ვად გუნდში. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ მა­ვანთ ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი ჰქონ­დათ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ფუ­ლის შოვ­ნა უნ­დო­დათ და მე ხელს ვუშ­ლი­დი. ვი­ცო­დი, ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ ბინ­ძუ­რი კამ­პა­ნია რომ წა­მო­ი­წყეს, საქ­მის კურ­სში ბი­ძი­ნაც ჩა­ვა­ყე­ნე, მაგ­რამ ზე­რე­ლედ შე­ხე­და ამ პრობ­ლე­მას. მა­შინ მივ­ხვდი, უკვე პრინ­ცი­პუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის დრო იყო. ისევ მთხო­ვა დარ­ჩე­ნა, ამის გამო ურეკ­შიც ჩა­მიყ­ვა­ნა, მაგ­რამ მე აზრი აღარ შე­ვიც­ვა­ლე.ივა­ნიშ­ვი­ლი ჩემ­თვის პო­ლი­ტი­კუ­რად აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია, მაგ­რამ ვე­რას­დროს გა­დავ­ხა­ზავ იმ ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბას, რაც ერ­თად ბრძო­ლის დროს ჩვენ შო­რის ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ძა­ლი­ან მაკ­ლია რო­გორც მას­თან, ასე­ვე მის ოჯახ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ვერ და­ვი­ვი­წყებ მის კე­თილ საქ­მე­ებს რო­გორც ქვეყ­ნის, ისე პი­რა­დად ჩემ­თვის. მა­ტე­რი­ა­ლურ სი­კე­თე­ებ­ზე არა­ფერს ვამ­ბობ, შე­უ­ფა­სე­ბე­ლი რამ გა­მი­კე­თა – ჩემი მე­უღ­ლე დღეს ცო­ცხა­ლი რომ არის, მას უნდა ვუ­მად­ლო­დე. ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია ისე და­ა­ფი­ნან­სა, არც მი­თხო­ვია მის­თვის. მაგ­რამ თვალს ვერ დავ­ხუ­ჭავ იმა­ზე, რომ დღეს ასე­ვე ჩემ­თვის შე­უ­ფა­სე­ბელ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს აზი­ა­ნებს. არ მი­ხა­რია მისი გაკ­რი­ტი­კე­ბა, არც ჩა­საფ­რე­ბუ­ლი ვარ. ხვალ რომ დაც­ვა დას­ჭირ­დეს, ისევ მე და­ვი­ცავ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე კი არა. კო­ბა­ხი­ძე დაჯ­დე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და და­წერს, ყვე­ლა­ფე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ბრა­ლი იყო, ის მა­ვა­ლებ­და ცუდ საქ­მე­ებ­სო. “- ამბობს ხუხაშვილი.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,162 ნახვა
%d bloggers like this: