უცხოური მედია

ნიუ-იორკში მოდელმა თავდამსხმელი რუსული გინებით შეაშინა

Nusagi

ნიუ-იორკში, რუსულენოვან მოდელს, ანა ლესუნს ქუჩაში უცნობი პირი დაესხა თავს, ინციდენტი ბროდვეის დასავლეთით, სოჰოს რაიონში მოხდა, როდესაც ქალი თავის ძაღლს ასეირნებდა. ამის შესახებ „ფორუმ დეილი“ იუწყება.

გამოცემის ცნობით, მოდელმა თავდასხმის შესახებ საკუთარ ინსტაგრამზე დაწერა. მისი თქმით, მამაკაცმა ჯერ ფული მოთხოვა, შემდეგ კი ძაღლის მოკვლით დაემუქრა. ა

ნა ლესუნი წერს, რომ მიხვდა, ძაღლთან ერთად საფრთხე მასაც ემუქრებოდა და დაბნეულობისგან რუსულად დაიწყო გინება.

„ამის შემდეგ მოხდა ის, რასაც ქალი ყველაზე ნაკლებად ელოდა. რუსული ენის გაგონებაზე თავდამსხმელი თითქოს გაშეშდა, შემდეგ კი, გაიქცა“,-წერს გამოცემა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,535,669 ნახვა
%d bloggers like this: