მისტიკა და ჩვეულებები

რა იწინასწარმეტყველა ნათელმხილველმა ვანგამ 2021 წლის შესახებ

Nusagi

ბულგარელი ნათელმხილველი ვანგა, იგივე ბაბა ვანგა, რომლის შესაძლებლობები თავად ნოსტრადამუსს უტოლდება, სიცოცხლის მანძილზე ბევრ შიშისმომგვრელ ამბავს წინასწარმეტყველებდა. რას ამბობდა ის 2021 წლის შესახებ, გამოცემა Express აქვეყნებს.

ბაბა ვანგა, იგივე ვანგელია გუშტეროვა 1911 წელს დაიბადა და ადრეულ ბავშვობაში დაბრმავდა. ცხოვრების დიდი ნაწილი ბულგარეთში მდებარე მთებში, კოჟუხში გაატარა. ამბობენ, რომ იქ ვანგა თავის უნარებს ავითარებდა, ადამიანები კი, მასთან შესახვედრად უზარმაზარ რიგებში იდგნენ, რათა ვანგას მეშვეობით გარდაცვლილ ახლობლებს დაკავშირებოდნენ. 

მიუხედავად იმისა, რომ ვანგას უამრავი წინასწარმეტყველება და ხილვა ჰქონდა, მსოფლიოს უდიდესმა ნაწილმა მის შესახებ მხოლოდ სიკვდილის, 1996 წლის შემდეგ შეიტყო. მისი გარდაცვალებიდან 4 წლის შემდეგ ჩაიძირა რუსული ატომური წყალქვეშა ხომალდი „კურსკი“. სიკვდილის წინ ვანგა ამბობდა, რომ მალე კურსკი ჩაიძირებოდა, თუმცა ყველას ეგონა, რომ ის რუსეთის ქალაქ კურსკზე საუბრობდა.

ვანგას თაყვანისმცემლებს მიაჩნიათ, რომ მან ბარაკ ობამას გაპრეზიდენტება იწინასწარმეტყველა, ასევე ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან და მსოფლიოს დასასრულიც კი. თავისი რეპუტაციის წყალობით, ვანგამ ბულგარელი ნოსტრადამუსის მეტსახელი მოიპოვა.

ვანგას ბევრი წინასწარმეტყველება ჯერ არ ახდენილა და ადამიანებს აინტერესებთ, ახდება თუ არა მისი წინასწარმეტყველება, რომელიც 2021 წელს ეხება.

ამბობენ, რომ ვანგას ყველაზე შემაშფოთებელი ხილვა სამყაროს დასასრულს ეხება, თუმცა უახლოესი 3000 წლის მანძილზე ამაზე არ უნდა ვინერვიულოთ. ასევე ამბობენ, რომ ბაბა ვანგამ იწინასწარმეტყველა დღე, როდესაც ადამიანები კიბოს დაამარცხებენ და ეს ზუსტად 2021 წელს მოხდება. 

„21-ე საუკუნის დასაწყისში კაცობრიობა კიბოსგან გათავისუფლდება, დადგება დღე, როდესაც კიბოს რკინის ჯაჭვებით შებოჭავენ“,-ამბობდა ვანგა.

ვანგამ კიდევ ერთი ინციდენტი იწინასწარმეტყველა, რაც ჯერ არ ახდენილა. მისი თქმით, მოხდება პუტინზე თავდასხმა.

ბაბა ვანგა ასევე საუბრობდა „ძლიერ დრაკონზე“, რომელიც მომავალში კაცობრიობას დაიპყრობს, თუმცა გაურკვეველია, რა ჰქონდა ნათელმხილველს მხედველობაში. არის ვარაუდი, რომ საუბარი იყო ჩინეთზე, რომლის სიმბოლოც დრაკონია.

​ასევე ვანგამ თითქოსდა, იწინასწარმეტყველა ტრამპის სასიკვდილო დაავადების შესახებ. არც ეს ახდენილა, თუმცა ბევრს მიაჩნია, რომ საუბარი იყო COVID-19-ზე. ტრამპს შეეყარა ეს დაავადება, რომელიც მართლაც არის სასიკვდილო, თუმცა აშშ-ს ლიდერმა ის დაამარცხა. ამასთან, ცნობილი არ არის, საუბრობდა თუ არა ვანგა ტრამპის გარდაცვალებაზე, თუ მხოლოდ ინფიცირების ფაქტი აღნიშნა.

არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ამ წინასწარმეტყველებებიდან რომელიმე მართლაც ვანგასია, ან მართლაც ახდება თუ არა. მიუხედავად იმისა, რომ გადმოცემის თანახმად, მისი ნათქვამი 85%-ით სრულდებოდა.

​2012 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ვანგას წინასწარმეტყველებების დიდი ნაწილი რუსი ტროლების ფანტაზიის ნაყოფია სოციალურ ქსელებში გასავრცელებლად. არ მოიპოვება არანაირი წერილობითი მტკიცებულება მისი სავარაუდო წინასწარმეტყველების.

Skeptics.com-ის მიხედვით, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვანგას ციტატების დიდი ნაწილი გამოგონილია და მას არ ეკუთვნის. ვებგვერდზე ვკითხულობთ: „ვანგას არ ჰქონდა განათლება და თავად არ იცოდა წერა, მის მაგივრად წერდნენ თანაშემწეები, რომლებიც ფინანსდებოდნენ ბულგარეთის ხელისუფლების მიერ. ისინი აფიქსირებდნენ იმას, რასაც თითქოსდა, ვანგა ამბობდა. მისი წინასწარმეტყველებები, რომელთა ციტირებაც ხდება, ეხება ძირითადად, აპოკალიფსს მსოფლიოში, განსაკუთრებით კი, ევროპაში და მარსზეც კი, სადაც თითქოსდა, 3005 წელს მოხდება ომი და პლანეტის ტრაექტორია შეიცვლება. პოზიტიურ ასპექტში კი, ვანგამ იწინასწარმეტყველა, რომ 2028-ში ადამიანები ვენერაზე გაფრინდებიან ენერგიის ახალი წყაროს საძებნელად. – ალბათ ვანგამ არ იცოდა აგრესიული და ტოქსიკური ატმოსფეროს შესახებ, რომელიც ამ პლანეტაზეა. ასევე მან იწინასწარმეტყველა, რომ 2130 წელს ადამიანები იცხოვრებენ წყლის ქვეშ. ეს დასახლებები შექმნილი იქნება უცხოპლანეტელების მიერ“.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,333,903 ნახვა
%d bloggers like this: