პოლიტიკა

რუსეთს საერთაშორისო დავების თვალსაზრისით დაძაბული წელი ელოდება, მათ შორის 2008 წლის ომის საქმის გამო

Nusagi

რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხაილ გალპერინი აცხადებს, რომ რუსეთს საერთაშორისო სასამართლო დავების თვალსაზრისით დაძაბული წელი ელოდება. ამის შესახებ რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალპერინმა სააგენტო „ინტერფაქსთან” საუბრისას განაცხადა.

„ უცხოური და საერთაშორისო სასამართლოები კვლავ აქტიურდებიან. უკვე 14 იანვარს დანიშნულია რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის მიერთებასთან დაკავშირებით უკრაინის სახელმწიფოთაშორისი სარჩელის დასაშვებობის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადება. 20 იანვარს მე გამოვდივარ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის სხდომაზე რუსეთიდან ყირგიზეთში გადაცემული გარკვეული კატეგორიის პირთა უფლებების დაცვის შესახებ სარჩელთან დაკავშირებით. 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოაქვეყნებს დადგენილებას სხვა სახელმწიფოთაშორის საქმეზე – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ – 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით.  2021 წლის სექტემბერში უკვე დაგეგმილია საჯარო სხდომა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინისა და ნიდერლანდების სარჩელებთან დაკავშირებით, რომლებიც 2014 წელს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარ მოვლენებს ეხება”, – განაცხადა მიხაილ გალპერინმა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,249 ნახვა
%d bloggers like this: