პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ ჯერ არ აპირებს დააკმაყოფილოს ჩვენი განცხადებები – დავით ბაქრაძე

Nusagi

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ოპოზიციის წევრებისთვის სადეპუტატო ხელფასის ჩარიცხვას გამოეხმაურა. 

ოპოზიციონერი ლიდერი აცხადებს, რომ დარიცხული ხელფასი გაჭირვებულ მოსახლეობას მოხმარდება.

„როგორც ცნობილია „ქართული ოცნება“ ჯერ არ აპირებს დააკმაყოფილოს ჩვენი განცხადებები პარლამენტიდან გამოსვლის შესახებ. ამიტომ დეკემბრის თვეში როგორც მოქმედ დეპუტატს დამერიცხა ხელფასის ნაწილი, ჩემი სურვილი და განზრახვა იყო, ისე როგორც მთელი ოპოზიციის, რომ ამ დარიცხული ხელფასით გაჭირვებული მოსახლეობისთვის მოგვეტანა პატარა სიხარული საახალწლოდ“, – აღნიშნა ბაქრაძემ.

ინფორმაციისთვის, სადეპუტატო ხელფასი ჩაერიცხა „ევროპული საქართველოს“ წევრს ელენე ხოშტარიას. ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რომ ანაზღაურება პარლამენტს უკან დაუბრუნა.

👉 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. 21 ნოემბერს კი, 17 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდა. მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გაიმართა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,338,785 ნახვა
%d bloggers like this: