მედიცინა

პაატა იმნაძე: იმედი მაქვს, 2021 წელი დედამიწაზე პანდემიის ბოგინის ბოლო წელი იქნება

Nusagi

იმედი მაქვს, რომ გაზაფხულზე საქართველოში ვაქცინაციის პროცესი აუცილებლად დაიწყება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ვაქცინაცია პირველ ეტაპზე არ იქნება ის ღონისძიება, რომლითაც შევძლებთ მაქსიმალურად ჩქარა დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს, ვაქცინაციას დრო სჭირდება, რადგან მან მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი უნდა მოიცვას.

ვაქცინის იმედი უნდა გვქონდეს, მაგრამ პირბადე და დისტანცია ჯერ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში, ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იქნება.

იმედი მაქვს, მომავალი წელი პანდემიის დედამიწაზე ბოგინის ბოლო წელი იქნება და კაცობრიობა შეძლებს, პანდემია დაამარცხოს და ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 227 420 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 211 727. გარდაიცვალა 2 505 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია 401, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 5 480. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 287 მოქალაქე.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,136 ნახვა
%d bloggers like this: