ხელოვნება და კულტურა

საახალწლო ფილმი „ბედის ირონია“ სსრკ-ში, პირველად ქართველ მაყურებელს აჩვენეს

Nusagi

საბჭოთა კავშირში, წლების განმავლობაში, ახალი წელი წარმოუდგენელი იყო ელდარ რიაზანოვის ორსერიანი ფილმის, „ბედის ირონიის“ გარეშე. 1975 წლის შემდეგ ამ ფილმის ჩვენება ტრადიციად იქცა და დღემდე გრძელდება. 

სატელევიზიო ფილმი 1975 წელს გამოვიდა, საბჭოთა მაყურებელმა ის პირველად 1976 წლის 1 იანვარს იხილა, თუმცა გამონაკლისი იყო საქართველო, სადაც ფილმი პირველად 1975 წელს, ფილმის ოფიციალურ პრემიერამდე იხილეს.

შემოდგომაზე თბილისში სატელევიზიო ფილმების საკავშირო ფესტივალი ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც „ბედის ირონია“ საქართველოს ტელევიზიის პირველი არხით გავიდა და სწორედ ქართველი მაყურებელი იყო პირველი, რომელმაც რიაზანოვის საკულტო ფილმს უმაღლესი შეფასება მისცა. „ბედის ირონია“ თბილისის ფესტივალის გამარჯვებული გახდა. 

„ბედის ირონია“ ბრაგინსკის და რიაზანოვის პიესის „გაამოთ! ანუ ერთხელ, ახალი წლის ღამეს“ საავტორო ეკრანიზაციაა. პიესა 1969 წელს დაიწერა და ფილმის გადაღების დროსაც წარმატებით გადიოდა საბჭოთა კავშირის რამდენიმე თეატრის სცენაზე. მისი სიუჟეტი ფილმის იდენტურია. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,090 ნახვა
%d bloggers like this: