უცხოური მედია

აშშ-ში ექთანმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები განზრახ გაანადგურა

Nusagi

აშშ-ში, ვისკონსინის შტატის საავადმყოფოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იძულებულნი არიან, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 570 დოზა გადაყარონ, რადგან ერთ-ერთმა თანამშრომელმა, შემთხვევით, ათობით ფლაკონი ღამე მაცივრის გარეშე დატოვა. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ინციდენტი არ იყო შემთხვევითობა. ამის შესახებ Washington Post წერს.

სამედიცინო ცენტრ Aurora-ს თანამშრომელმა აღიარა, რომ 50 ფლაკონი (ერთ ფლაკონში 10 დოზაა) Moderna-ს ვაქცინა განზრახ გამოიღო მაცივრიდან და ღამე, ოთახის ტემპერატურაზე დადო გასაფუჭებლად.

საავადმყოფომ ექთანი სამსახურიდან გაათავისუფლა, მისი ვინაობა არ ხმაურდება და ამჟამად ადგილობრივი და ფედერალური ხელისუფლება გამოძიებას აწარმოებს. 

 საავადმყოფოს წარმომადგენლების თქმით, თანამშრომლის საქციელის გამო, შტატში შეფერხდება ვაქცინაციის პროცესი ასობით ადამიანისთვის.

„ჩვენ იმედგაცრუებული ვართ, რომ ამ ადამიანის ქმედება 500 ადამიანის ვაქცინაციას შეაფერხებს“,-განაცხადეს მათ.

საავადმყოფოში, თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ თანამშრომლემა 57 ფლაკონი მაცივრიდან გამოიღო და შენახვა დაავიწყდა, თუმცა მოგვიანებით თქვეს, რომ 30 დეკემბერს, ექთანმა დაკითხვაზე ვერსია შეცვალა და აღიარა, რომ ვაქცინა წინასწარ განზრახვით გააფუჭა.

სამართალდამცველები აცხადებენ, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო და აშშ-ს მედიკამენტებისა და საკვების ხარისხის სანიტარული კონტროლის ადმინისტრაცია, FDA ასევე ჩაერთო გამოძიებაში. ჯერჯერობით, უცნობია რა იყო ვაქცინების განადგურების მოტივი. სამართალდამცველებმა ახლა უნდა გამოიძიონ, ხომ არ ჰქონდა მსგავს მოვლენას ადგილი სხვა სამედიცინო დაწესებულებებშიც. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,530,863 ნახვა
%d bloggers like this: