პოლიტიკა

განსაკუთრებით ვულოცავ და მადლობას ვუხდი ჩვენი დროის გმირებს – ექიმებს, ექთნებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს და იმ პროფესიის წარმომადგენლებს, ვინც პირდაპირ იყო ჩართული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში

Nusagi

გასულმა წელმა გვაჩვენა, რომ პროფესიონალიზმით, ერთიანობითა და სოლიდარობით შევძლებთ ყველა სირთულის დაძლევას. შევძლებთ ეკონომიკის სწრაფ აღდგენას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საახალწლო მილოცვისას განაცხადა.

მან ახალი წელი სრულიად საქართველოს, საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრებთ მიულოცა.

„ძვირფასო თანამოქალაქეებო,

საქართველოს პარლამენტის სახელით, გილოცავთ ახალ, 2021 წელს!

ეს წელი მშვიდობის, კეთილდღეობის და ჯანმრთელობის მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის.

განსაკუთრებით ვულოცავ და მადლობას ვუხდი ჩვენი დროის გმირებს – ექიმებს, ექთნებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს და იმ პროფესიის წარმომადგენლებს, ვინც პირდაპირ იყო ჩართული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში – მათ ყველაფერი გააკეთეს სხვების სიცოცხლის გადასარჩენად!

ახალ წელს ვულოცავ საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებს და აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრებ ჩვენს დებსა და ძმებს! ერთიანი, ძლიერი საქართველო და ძლიერი საზოგადოება ჩვენი საერთო მიზანია!

გასულმა წელმა გვაჩვენა, რომ პროფესიონალიზმით, ერთიანობით და სოლიდარობით შევძლებთ ყველა სირთულის დაძლევას. შევძლებთ ეკონომიკის სწრაფ აღდგენას, დემოკრატიის გაძლიერებასა და უსაფრთხოების განმტკიცებას!

მომავალი წელი, ისე როგორც არასოდეს, მოითხოვს ერთმანეთზე ზრუნვას და თანადგომას, უფრო მეტ სიყვარულსა და მომავლის რწმენას!

კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს!“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,530,859 ნახვა
%d bloggers like this: