ფიტნესი და წონაში კლება

“დუკანი” ექსპერტებმა ყველაზე ცუდ დიეტად დაასახელეს

Nusagi

2019 წელს US News & World Report-მა (აშშ-ის ახალი ამბების & მსოფლიო მოხსენება), საუკეთესო დიეტების ყოველწლიური სია გამოაქვეყნა, რომელიც კვების 23 ექსპერტის მიერ შეიქმნა.

კომისიამ ჯამში 41 დიეტა შეაფასა; მოწინავე ადგილები ისეთმა გავრცელებულმა დიეტებმა დაიკავეს, როგორებიც ხმელთაშუა ზღვის და დეშ დიეტებია, ბოლო ადგილებზე კი დუკანის და კეტოს მკაცრი დიეტები გავიდნენ.

დუკანის დიეტა, რომელიც მისი ავტორის, პიერ დუკანის სახელს ატარებს, ცილის დიდი დოზით მიღებას გულისხმობს და ის საკმაოდ გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. 2011 წელს ჭორებიც კი დადიოდა, რომ ქეით მიდლტონი სწორედ დუკანის დიეტას იცავდა, სანამ ის პრინც უილიამზე დაქორწინდებოდა, თუმცა, ბუკინგემის სასახლემ ეს ჭორი უარყო.

დიეტა არის დაფუძნებული იდეაზე, რომ თითქოს უამრავი ცილის და ნაკლები ნახშირწყლის მიღება (კალორიების თვლის ნაცვლად) ადამიანს წონას დააკლებინებს. გავრცელებულია აზრი, რომ დუკანის დიეტის შედეგად, პირველ კვირაში 4-5 კილოს, შემდეგ კვირებში კი 1-2 კილოს დაკლება არის შესაძლებელი.

4 ფაზისგან შემდგარი დიეტა წესებით არის დატვირთული. შევეცდებით, მოკლედ ავხსნათ თითოეული:

  • პირველი ფაზის განმავლობაში, დიეტაზე მყოფი ადამიანი ცილებით მდიდარ კონკრეტულ საკვებს ჭამს (მაგ: ტოფუ, კვერცხი, თევზი, ხორცი), პორცია შეზღუდული არ არის.
  • მეორე ფაზაში უსახამებლო ბოსტნეული ემატება (მაგ: კიტრი, პილპილი, მწვანილი).
  • მესამე ფაზაში დიეტაზე მყოფებს უკვე ხილის, ცოტა პურის და ყველის მირთმევაც შეუძლიათ, თუმცა კვირაში ერთხელ ისევ ცილოვანი საკვები უნდა ჭარბობდეს.
  • ბოლო, მეოთხე ფაზის განმავლობაში, კვირაში 7 დღიდან 1 ცილების დღე უნდა იყოს, ხოლო დანარჩენი 6 თავად დიეტაზე მყოფი ადამიანის გადასაწყვეტია.

ექსპერტებმა დუკანის დიეტას თითქმის ყველა კატეგორიაში უარყოფითი შეფასება მისცეს, რადგან ის ზედმეტად მკაცრი და ჩახლართულია, თანაც, არაფერი ამტკიცებს, რომ ის მუშაობს.

გარდა ამისა, ზოგიერთი დიეტოლოგი ფიქრობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დუკანის დიეტით შესაძლოა ადამიანმა მოკლე პერიოდში დაიკლოს წონა, გრძელ ვადაში მისი შენარჩუნება საკმაოდ რთულია და უამრავი ჯანსაღი საკვების ჭამას ტყუილად კრძალავს.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,341,070 ნახვა
%d bloggers like this: