საზოგადოება

დღეს საქართველოში ბედობას აღნიშნავენ

Nusagi

საქართველოში ბედობა ორჯერ აღნიშნება 2 იანვარს და 15 იანვარს. ნათქვამია , როგორც შეხვდები ბედობას ისეთი წელი დაგებედებაო , ამიტომ ყოველთვის ბედობას ხალისიანი განწყობით უნდა შეხვდეთ.უხსოვარი, დროიდან ბედობას თავის რიტუალიც ჰქონდა. ამ დღეს ოჯახი მეკვლეს ირჩევდა. ცდილობდნენ, ოჯახიდან არ გასულიყვნენ და თუ ვინმე მეზობელი ან ნათესავი ისურვებდა “კაიფეხის” პატრონის სტუმრობას, ასეთ შემთხვევაში, შეეძლოთ სახლიდან გასვლა და მასთან სტუმრობა. სტუმრად წასული მეკვლე მასპინძელს უნდა სწვეოდა კოხტად  გამოწყობილი, თან ტკბილეული უნდა მიერთმია ოჯახისთვის, ასევე მხიარულ განწყობაზე უნდა ყოფილიყო, ღვინო და სხვა სასმელი ზომიერად უნდა დაელია და უკან დაუგვიანებლად გამობრუნებულიყო. ამ დღეს ოჯახები არც რაიმეს სესხულობდნენ და არც რაიმეს გაასესხებდნენ, ვინაიდან სესხება, გასესხება, ოჯახის ნივთების განათხოვრება და სხვა, დაკავშირებული იყო გაწბილებასთან და მოტყუებასთან. ოჯახში თუ ვინმე ავადმყოფოდა, ცდილობდა ლოგინიდან წამომდგარიყო და ფეხზე მყოფს გაეტარებინა მთელი დღე, რადგან მიაჩნდათ, რომ თუ ბედობას ფეხზე დამდგარი და მედგრად შეხვდებოდნენ, სნეულება და ავადმყოფობა მომავალ წელს აღარ შეაწუხებდათ.

ბედობის ტრადიცია დღესაც შემორჩა საქართველოში, თუმცა არა ისეთი დიდი დატვირთვით, როგორადაც ამას ძველად აღიქვამდნენ, თუმცა ახლაც ყველა ოჯახი ცდილობას ბედობის დღესასწაულზე კარგი განწყობა და საყვარელ ხალხის გარემოცვაში ყოფნა დაიბედოს . 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,338,775 ნახვა
%d bloggers like this: