ბიზნესი

ელიზაბეტ ჰოლმსის აღმასვლა და კრახი – ახალგაზრდა მილიარდერის ინოვაცია ბლეფი აღმოჩნდა

Nusagi

ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერ ქალს, რომელმაც ქონება სისხლის ანალიზის ინოვაციური მეთოდის გამოგონებით იშოვა, სავარაუდოდ, პატიმრობა ემუქრება.

ელიზაბეტ ჰოლმსი მსოფლიომ რამდენიმე წლის წინ გაიცნო, მასზე, როგორც ყველაზე ახალგაზრდა ქალ მილიარდერზე, რომელმაც ქონება თავისი ძალისხმევით დააგროვა,  წერდნენ ისეთი გავლენიანი გამოცემები, როგორიცაა „ფორბსი“, „ბლუმბერგი“ და ა.შ. ჰოლმსის მიერ დაფუძნებულ კომპანია Theranos-ს პრესა ახასიათებდა, როგორც “ბიოტექნოლოგიური სფეროს გიგანტს”.

თითქმის ათი წლის განმავლობაში ელიზაბეტ ჰოლმსი მედიცინის სფეროში რევოლუციური გადატრიალებისთვის ემზადებოდა, მაგრამ ისე, რომ ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში არ აღმოჩენილიყო. ამ ხნის განმავლობაში ახალგაზრდა ამერიკელმა კომპანია Theranos-ი დააარსა, რომელსაც საკუთარი წარმოება ჰქონდა, ჰყავდა 500 -შტატიანი თანამშრომელი, ხოლო დირექტორთა საბჭოში თვით ლეგენდარული ჰენრი კისინჯერი იყო.

კომპანიის ძირითადი ნოუ-ჰაუ სისხლის ანალიზის სრულყოფილი მეთოდი იყო, რომელიც ბიომასალის მიკროსკოპული მოცულობის პირობებში მედიკოსებს ათობით სხვადასხვა გამოკვლევის საშუალებას აძლევს. Theranos-ის ახალი მეთოდით თითიდან სისხლის რამდენიმე წვეთის ამოღების პროცესი პრაქტიკულად უმტკივნეულოდ მიმდინარეობს, შემდეგ სისხლის ნიმუში თავსდება ანალიზის ჩასატარებელ დანადგარში, ანალიზის შედეგი კი სპეციალურ მონაცემთა ბაზაში იგზავნება, რომელზე წვდომა როგორც მკურნალ ექიმს, ისე თვით პაციენტსაც აქვს. მეთოდის სიახლე ის არის, რომ ერთი წვეთი სისხლისგან ბევრად მეტი სამედიცინო ინფორმაციის მიღება შეიძლება, ვიდრე ჩვეულებრივი მეთოდის გამოყენებისას, თანაც სისხლის შემოწმება ერთდროულად რამდენიმე ათეულ მაჩვენებელზე ხდება. Theranos-ი ფსონს იმაზე დებდა, რომ მისი ტექნოლოგია არა მხოლოდ უფრო ეფექტიანია, არამედ ბევრად იაფიც. როგორ მიაღწია ამ შედეგებს, კომპანია საიდუმლოდ ინახავდა, თუმცა გაირკვა, რომ ეს ყველაფერი სამედიცინო ბლეფს ეფუძნება.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ელიზაბეტ ჰოლმსს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და დიდი ჯარიმა ემუქრება. პანდემიის გამო, სასამართლო პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. ზაფხულში მას და კომპანიის პრეზიდენტს, რემეშ ბალვანის 11 ბრალი წაუყენეს. მათგან 2 ეხება ჯგუფურ თაღლითობას (ინვესტორებთან, ექიმებთან და პაციენტებთან მიმართებაში). 9- უბრალოდ, თაღლითობას.

Theranos-ის ისტორიაში მკვეთრი დაღმასვლა 2015 წელს დაიწყო, როდესაც The Wall Street Journal -მა ჯონ კარეროს ჟურნალისტური გამოძიების შედეგი გამოაქვეყნა. ავტორი აცხადებს, რომ 9-თვიანი მუშაობის შემდეგ დაადგინა, რომ Theranos პრაქტიკულად, არ იყენებდა საკუთარ გამოგონებას და სისხლის ნიმუშები მოწმდებოდა არა კომპანიის მიერ შექმნილ აპარატზე, არამედ სტანდარტული ლაბორატორიული აღჭურვილობით. ამასთან, Theranos-ის ანალიზების შედეგები ნაკლებად ზუსტი იყო. გარდა ამისა, გაირკვა, რომ ჰოლმსი და ბალვანი ინვესტორებს ფინანსურ პერსპექტივებზე ყალბ ოპტიმისტურ სურათს უხატავდნენ.

 ასევე გაირკვა სხვა დეტალებიც – კერძოდ, ჰოლმსი მალავდა, რომ რამეშ ბალვანისთან რომანტიკული ურთიერთობა აკავშირებდა. კომპანიაში მძიმე ატმოსფერო იყო: ჰოლმსი Theranos-ის შესახებ ძირითად  ინფორმაციას საიდუმლოდ ინახავდა და დანარჩენს პორციებად გასცემდა, რაც თანამშრომლებს ხელს უშლიდა ერთმანეთთან კომუნიკაციასა და საერთო პროდუქტეზე მუშაობაში. ჰოლმსი თანამშრომლებს მკაცრად აკონტროლებდა და არასამუშაო დროს მუშაობას ახალისებდა.

Theranos-ის საქმიანობით FDA-სთან ერთად გამოძიების ფედერალური ბიუროც დაინტერესდა. ინვესტორებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს და კომპანია იძულებული გახდა, რომ 2 წლის მანძილზე აღებული ანალიზების შედეგები გაეუქმებინა და 75 000 კლიენტისთვის ხარჯები აენაზღაურებინა. ჰოლმსმა სასამართლოს გარეშე მოახერხა აშშ-ს ბირჟებთან და ფასიანი ქაღალდების კომისიათან გარიგება, რისთვისაც მან 500 მილიონი გაიღო, ასევე მოხდა კომპანიის  19 მილიონის აქციების კონფისკაცია. ჰოლმსს აეკრძალა ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება 10 წლით.

გასული წლის ზაფხულში Theranos საბოლოოდ დაიხურა. რა ელის ელიზაბეტ ჰოლმსსს, ჯერჯერობით უცნობია. 

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,938 ნახვა
%d bloggers like this: