თელავში სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. მათ თბილისიდან ჩასული მოქალაქეებიც შეუერთდნენ.
აქტივისტების მოთხოვნაა თელავის თეატრის წინ მომხდარი ინციდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცეს და დროულად იქნას გამოძიებული.
თელავის პოლიციის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტებმა კარვების გაშლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. ფაქტს ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, თუმცა სიტუაცია უკვე განმუხტულია.
Facebook Comments Box