საფრანგეთის ხელისუფლება ქვეყნის 15 დეპარტამენტში, კორონავირუსის გავრცელებესათან დაკავშირებით, შეზღუდვებს ამკაცრებს. ამის შესახებ ტელეკომპანია LCI იუწყება.
შეზღუდვები შეეხება არდენს, ზემო ალპებს და ქვეყნის დასავლეთით მდებარე სხვა რეგიონებს. 2 იანვრიდან იქ კომენდანტის საათი საღამოს 6 საათიდან იმოქმედებს.
მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნული ზომები ადგილობრივი ხელისუფლებების თხოვნით მიიღეს. ამ რეგიონებში კორონავირუსის ინფექციის საგანგაშო მაჩვენებლებია.
საფრანგეთში კულტურული ღონისძიებები 7 იანვრამდე არ ჩატარდება.
პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში დაფიქსირდა 2,6 მილიონი ინფიცირების შემთხვევა, გარდაიცვალა 64,7 ათასი ადამიანი. დეკემბრის ბოლოს საფრანგეთში ვაქცინაციის პირველი ეტაპი დაიწყო.
Facebook Comments