ჯანდაცვა

4 იანვარს ქალთა პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებს PCR ტესტირება ჩაუტარდებათ

Nusagi

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, 4 იანვარს N5 (ქალთა) პენიტენციური დაწესებულების ბრალდებულ/მსჯავრდებულთათვის PCR ტესტირების ჩატარება იგეგმება და ტესტირება ეტაპობრივად უკლებლივ ყველა მსჯავრდებულს ჩაუტარდება. 

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე სამოქალაქო სექტორის კლინიკაში 23 პატიმარი მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფება, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

„N15 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულ ა.გ.-ს ჰქონდა რესპირატორული ინფექციის სიმპტომები, რის საფუძველზეც იგი გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც გაუკეთდა სწრაფი ტესტი ანტიგენზე და პასუხი იყო დადებითი. მსჯავრდებულის მდგომარეობა იყო სტაბილური და უტარდებოდა სიმპტომური მკურნალობა. მისი მდგომარეობა ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში დამძიმდა და გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე.

აღსანიშნავია, რომ ასევე სამოქალაქო სექტორის კლინიკაში არიან გადაყვანილები მოცემულ მსჯავრდებულთან კონტაქტში მყოფი მსჯავრდებულები, რომლებსაც არც covid 19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ და მათი ტესტირების პასუხებიც უარყოფითია, თუმცა ისინი ამჟამად კვლავ კლინიკაში მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. მათი დაბრუნება სასჯელის მოხდის ადგილზე მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კლინიკაში საკარანტინო პერიოდს გაატარებენ და ამის შემდეგ ჩაუტარდებათ PCR ტესტირება“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,338,793 ნახვა
%d bloggers like this: