ინდოეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინა დაამტკიცეს. ამის შესახებ მედიკამენტების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ვენუგოპალა სომანიმ განაცხადა.
მისივე თქმით, სააგენტომ საგანგებო გამოყენებისთვის Astrazeneca-ს და ადგილობრივი კომპანიის, Bharat Biotech-ის მიერ წარმოებული ვაქცინები დაარეგისტრირა.
კოვიდინფიცირების მაჩვენებლით ინდოეთი მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს. ქვეყანაში 10 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი კი 150 000-ს უახლოვდება.
Facebook Comments