საზოგადოება

კომპანია არსის შეთავაზება – 10 დღით დავასაქმებთ 10 მსურველს

Nusagi

კომპანია არსი განცხადებას ავრცელებს და 10 ადამიანს 10 -დღიან დასაქმებას პირდება, კომპანია იმედს გამოთქვამს, რომ ბიზნესის სხვა წარმომადგენლებიც შეუერთდებიან ინიციატივას.

,,პანდემიის პერიოდში ძალიან ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაკარგა სამსახური, შემოსავლის წყარო და უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება. შპს არსი გამოდის ინიციატივით და მიმართავს ყველას, ვისაც ამის საშუალება აქვს, შევთავაზოთ მსურველებს „ერთდღიანი სამუშაოები“ (ამ ეტაპზე შეუძლებელა მუდმივი სამუშაო ადგილის შექმნა). მსურველებს საშუალება ექნებათ მივიდნენ, ერთი „შრომადღე“ იმუშავონ და ხელზე მიიღონ საკუთარი შრომის საფასური.

არსი მზად არის 10 მოქალაქე დაასაქმოს 10 დღით, კუს ტბის ფერდობის ტყეპარკის დასუფთავებაზე. გამოსატანია უამრავი ფიჩხი (ფიჩხს მივუტანთ მრავალშვილიან ოჯახებს.) ნარჩენებს შევაგროვებთ ტომრებში.· სამუშაოს დასაწყისი 09:00· დასასრული 18:00· შესვენება 13:00-14:00 ( გავუმასპინძლდებით ცხელი ყავით და ხაჭაპურით)· ყოველი სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, ხელზე გადავუხდით 25 ₾.სამუშაო არის ღია ტერიტორიაზე, ასე რომ დაცული იქნება ყველა დაწესებული ნორმები.მსგავს სამუშაოებს რა გამოლევს თბილისში და ჩვენ ქვეყანაში. მთავარია სხვა კომპანიებმაც აგვიბან მხარი. ვისაც რამდენი მოქალაქის დასაქმება შეეძლება იმდენი დაასაქმოს… 1 იქნება თუ 50…გაზაფხულიდან ვგეგმავთ გამწვანების აქციის დაწყებას. (წინასწარ მერიას შევუთანხმებთ ლოკაციებს).დაწყებას ვგეგმავთ ახალი წლის 1 კვირიდან, გარკვეული ორგანიზაციული სამუშაოების მერე. დამატებით ინფორმაციას უახლოეს დღეებში მოგაწვდით.

ყველას გთხოვთ მოგვაწოდოთ შენიშვნები და წინადადებები.”-ნათქვამია კომპანია არსის განცხადებაში

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,459 ნახვა
%d bloggers like this: