გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4-5 იანვარს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
„4-5 იანვარს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი – სურამის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარემ შესაძლებელია 30 მ/წმ-ს მიღწიოს“,- აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
Facebook Comments