უცხოური მედია

აშშ-ში ჯაშუში ფრინველების შესახებ გასაიდუმლოებული ფაილები გახსნეს

Nusagi

აშშ-ს ცენტრალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჯაშუშური საქმიანობისთვის ფრინველების გამოყენება ამ დრომდე გასაიდუმლოებული იყო, თუმცა დღეს ეს დოკუმენტები ხელმისაწვდომია.

როგორც ირკვევა, 1970-იან წლებში ოპერაცია Tacana-ს ფარგლებში, აშშ-ს სადაზვერვო სამსახური მტრედებს მცირე ზომის კამერას ფეხზე ამაგრებდა სსრკ-ს საიდუმლო ობიექტების ავტომატური ფოტოგრაფირებისთვის.

ამაში მათ ეხმარებოდა მტრედების საოცარი უნარი- თითქმის სუპერძალა, რაც გულისხმობს ამ ფრინველების შესაძლებლობას- ნებისმიერი უცნობი ადგილიდან უკან, სახლში დაბრუნდეს. თუნდაც ეს მანძილი ასეულობით კილომეტრს შეადგენდეს.

მტრედების გამოყენება შეტყობინების გასაგზავნად ათას წელს ითვლის, მაგრამ სწორედ პირველი მსოფლიო ომის დროს დაიწყეს მათი გამოყენება დაზვერვისთვის ინფორმაციის მოსაპოვებლად.

მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის დაზვერვის ნაკლებად ცნობილ განაყოფს- MI14 (d) -ს ჰქონდა მტრედების საიდუმლო სამსახური, რომელიც კონტეინერში მოთავსებულ ჩიტებს პარაშუტით ყრიდა ოკუპირებული ევროპის თავზე. ყველა მათგანს ფეხზე მიმაგრებული ჰქონდა წერილი კითხვებით. ათასობით მტრედი დაბრუნდა უკან შეტყობინებებით, რომელიც შეიცავდა სხვადასხვა ინფორმაციებს, მათ შორის გერმანული რადიოლოკაციური სადგურებისა და რაკეტა V1-ის გაშვების ადგილებზე. 

შემდგომში, ბრიტანეთმა შეწყვიტა მტრედების გამოყენება დაზვერვისთვის, თუმცა აშშ-მ აქტიურად გააგრძელა სსრკ-ს ობიექტებზე ინფორმაციების მოსაპოვებლად.

1960 წელს ოპერაცია Tacana აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა გაწვრთნილი ყვავების მეშვეობით ჩაატარა. დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ყვავებს ასწავლეს სხვადასხვა შენობების ფანჯრის რაფებზე მცირე ზომის, 40 გრამამდე ნივთების დატოვება და უკან მოტანა. მიზნის მიმანიშნებლად იყენებდნენ ლაზერის წითელ შუქს. სპეციალური ნათურა კი, ფრინველებს აჩვენებდა უკან დასაბრუნებელ ადგილს. 

საბუთებში ნათქვამია, რომ არსებობდა ოპერაცია, სახელწოდებით Acoustic Kitty, რომლის დროსაც კატების ორგანიზმში მოსასმენ მოწყობილობას ათავსებდნენ. 

საიდუმლო დოკუმენტებიდან ჩანს, რომ საიდუმლო სამსახური დელფინებსაც განიხილავდა სადაზვერვო სამსახურისთვის. ტარდებოდა კვლევები იმის დასადგენად, შეეძლოთ თუ არა ზღვის ამ ბინადრებს სენსორების გადატანა. თუმცა პრობლემატური იყო დელფინზე კონტროლის გადაცემა მისი მწვრთნელიდან საიდუმლო სამსახურის მუშაკისთვის. 

საიდუმლო დოკუმენტებში ასევე ნათქვამია, რომ საიდუმლო მიზნებისთვის დაიგეგმა მტრედების გაგზავნა მოსკოვში. სადაზვერვო სამსახურში განიხილებოდა მრავალი მეთოდი, მაგალითად ლაბადიდან, ან გაჩერებული მანქანის ძირში სპეციალური ხვრელიდან მტრედის გაშვება. ასევე 80 კმ/სთ-ისთ მოძრავი ავტომობილის ფანჯრიდან გაფრენა. იგეგემებოდა ამის გაკეთება რამდენიმე კილომეტრში სამიზნედან, რომელსაც ფრინველები გადაუფრენდნენ,    

1976 წლის სექტემბრით დათარიღებულ დოკუმენტში აღნიშნულია ერთ-ერთი სამიზნე- ლენინგრადის გემთსაშენი, სადაც წყალქვეშა ნავები მზადდებოდა.

სულ რამდენი მისია შეასრულეს ჯაშუშმა მტრედებმა და რა საიდუმლო ინფორმაციები მოიპოვეს, ამის შესახებ ინფორმაცია კვლავ გასაიდუმლოებულია. 

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,068 ნახვა
%d bloggers like this: